„თუ სასამართლო „დედოფლის“ მოთხოვნა დააკმაყოფილებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – „მეფის“ ადვოკატი

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს გრუზინკებისთვის ქონების გაყოფას დაავალდებულებს, „მეფის“ მხარე სარჩელს გაასაჩივრებს და საქმეს ბოლომდე მიყვება. განცხადება სადავო ქონებასთან დაკავშირევით „მედიაცენტრ მთავარში“ დავით ბაგრატიონის დავოკატმა ლევან ჩხეიძემ გააკეთა.

„ეს დავა სასამართლომ, ჩვენს წინააღდეგ რომ გადაწყვიტოს, ეს ჩვენთვის საბოლოო ვერდიქტი არ იქნება. ჩვენ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და კანონთან. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ ინსტანციას. თუ სამივე ინსტანცია დაადასტურებს, ომ „დედოფლის“ მოთხოვნა კანონიერია, ქალბატონი ანა ბოლო თეთრის ჩათვლით მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რამდენიმე კვირის უკან კი, დავით ბაგრატიონმა გრუზინსკების მხარეს დაზავება და ყველა სადავო საკითხზე მორიგება შესთავაზა. მათ შორის, ის თანახმა იყო, ქონების დავის მოგვარებაზეც. კითხვაზე, რატომ შეცვალეთ პოზიცია და რატომ აცხადებთ უარს ქონების გაყოფაზე, ადვოკატმა უპასუხა რომ ეს გრუზინსკების მხარის ქმედებების გამო მოხდა.

„გეთანხმებით, რომ ჩვენ მათ მორიგება შევთავაზეთ,მაგრამ მოწინააღდეგე მხარემ არ მიიღო. მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნები, ისინი მზად იყვნენ ყველანაირ ფინანსურ მოთხოვნაზე უარი ეთქვათ და ყველანაირი პრეტენზია წაეღოთ უკან, მთავარის სანაცვლოდ – თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შეწყვეტდა საქართველოს სამეფო სახელის გამოყენებას. ამდაგვარი პრეტენზიების წამოყენება ჩვენთვის მიუღებელი. გავითვალისწინოთ ის მდგომარეობაც, რომ ხარ ჩემი შვილი დედა, ჩემი შვილი ძირითადად იზრდება შენთან და რეზიდენტი მშობელი ხარ და ა.შ, რა თქმა უნდა არა კანონის ძალით, კეთილი ნებით შესაძლებელი იყო ამ საკითხის მოგვარება. მაგრამ, მათ სხვა გზა აირჩიეს, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ უარს“- აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სადაო ქონება, რასაც ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს ედავება 90 000 ლარია.

მსგავსი თემები