„თუ კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“ – გიორგი გახარია 

საქართველოს პემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „აირზენა“ ელოდება, რომ მეტ ფულს გადაუხდიან.  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.

„ არავის დაავიწყდეს, რომ თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ – ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რა თქმა უნდა, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები