“თუ ვირუსთან თანაცხოვრება არ ვისწავლეთ, არაფერი გამოვა, დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდება“ –  პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, „კოვიდ 19“-ის ბევრი თვისება ისევ ამოუცნობია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს. შესაბამისად, ყველას მოუწევს ცხოვრების წესის, რიტმის და ჩვევების შეცვლა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.    

„მოგვიწევს ბევრ ჩვევაზე უარის თქმა, საკმაოდ დროით გადაჩვევა. მეს მის, რომ ეს ჩვენი ტრადიციები და ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თუმცა,  მოგვიწევს ცხოვრების წესიც შეცვლა, უარის თქმა. ერთი წელი მაინც დაგვჭირდება,  რომ გადავლახოთ ყველაფერი. ეს ვირუსი არავინ იცის როგორ განვითარდება. ვაქცინასაც ველოდებით და იმედი მაქვს ის გამოჩნდება. ეს ვირუსი ძალიან უცნაურად იქცევა და მასთან უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა. თუ არ ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას, ისე არაფერი გამოგვივა,“ – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები