“თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის”, – ასე გამოეხმაურა იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, სადაც ის აცხადებს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.

„თუ ვაქცინა იქნა, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა. მღვდელმთავარი აცხადებს, რომ მოწოდება „დარჩით სახლში“ ეშმაკისეულია. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან იქადაგა.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ” – ბიძინა კულუმბეგოვი”

  1. FheYEIzG

    Perfectly composed subject material, Really enjoyed examining.

  2. single dose of is

    22ea donde comprar is morelos

  3. can get is costa rica

    22ea is comprar en madrid

  4. Thanks for your personal marvelous posting! I truly enjoyed reading it, you
    might be a great author.I will make certain to bookmark your
    blog and will eventually come back sometime soon. I want to encourage you to continue your
    great posts, have a nice afternoon!