თურქული ბაზების დაბომბვის გამო შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის ჰატაის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის ძალების მიერ იდლიბის რეგიონში განხორციელებულ ავიაიერიშს 33 თურქი ჯარსიკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია 29 თურქი სამხედროს დაღუპვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიაში მდებარე მდებარე თურქეთის სადამკვირვებლო პოსტზე რუსეთის ავიათავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 32- დან 78 – მდე თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. გუშინვე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებოდ მოიწვია.

მსგავსი თემები