თურქეთში, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთ-ირანის საზღვარზე, ვანის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი.

თურქული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 43 დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა.

მიწისძვრამ შენობები დააზიანა ირანშიც, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 25 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ხაზზეა თურქეთის ყველა შესაბამის უწყებასთან, სტიქიის ზონაში დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.


მსგავსი თემები