თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის პროვინცია ბალიკესირში 3,6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრა დაფიქსირდა ადგილობრივი დროით 02:23 საათზე. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ალტეილულის რეგიონში. კერა კი 5.4 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე რაიონებშიც. ნგრევის, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები