თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, თხილის წარმოების სფეროში, თანამშრომლობა დაიწყეს

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო AzVision.az ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, აღნიშნული სამი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი ექსპორტიორები არიან და ამ სფეროში მათი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მსოფლიოს ბაზარზე წარმოდგენილი თხილის 80 პროცენტის ექსპორტს ახორციელებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, თხილის წარმოების სფეროში აღნიშნული სამი ქვეყნის თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის მოცულობას გაზრდის.

მსგავსი თემები