თურნავა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოელის, კალაძე კი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

“უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოველით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ჰესების მშენებლობები, გაიზრდება იმპორტი და ტარიფი შიდა პოლიტიკაზე კი არა, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.

ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თბილისის მერი. კახი კალაძის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს.

„ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს. ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩემი მინისტრობის დროს საინტერესო პროექტები განხორციელდა და მშენებლობის ტენდენცია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები