“თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, რაც ვიცი, საჯაროდ ვიტყვი” – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, აცხადებს, რომ საპატრიარქოს ბევრი რამის გასაჯაროვება არ უნდა, სწორედ ამიტომ არ იწყალებენ დეკანოზს.

თორნიკე მამალაძე წმინდა სინოდზე დასწრებას ითხოვს, რათა მან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს.

“რადგან ჩემ ძმას არ ათავისუფლებენ, იმ ინფორმაციები გამო, რაც მან იცის, ვიტყვი, რომ მეც ვფლობ ამ ინფორმაციებს. თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, იძულებული გავხდები, რომ ეს საჯაროდ ვთქვა”, – განაცხადა მამალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მსგავსი თემები