თოჯინების თეატრი დიდებისთვის – თბილისისა და ბათუმის ერთობლივი პროექტი

​14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და ბათუმის თეატრალური დასების ერთობლივი სპექტაკლი გაიმართება. “თავისუფალი თეატრის”ლურჯი დარბაზი, რომელიც 75 მაყურებელზეა გათვლილი, მარიონეტული სპექტაკლით “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” გაიხსნება. 

პროექტი “თავისუფალი თეატრისა” და ბათუმის თოჯინების თეატრის ერთობლივი ნამუშევარია, მარიონეტულ სპექტაკლს საფუძვლად დაედო “თავისუფალი თეატრის” ამავე სახელწოდების საკულტო სპექტაკლი.

“ეს არაა საბავშო სპექტაკლი, თუმცა ბავშვებსაც შეუძლიათ მასზე დასწრება”, – აცხადებენ “თავისუფალ თეატრში”.

მათივე ინფორმაციით, 14 იანვრიდან “თავისუფალი თეატრი” ერთდროულად ორ დარბაზში გამართავს წარმოდგენებს. “ლურჯ დარბაზში” გარდა მარიონეტული სპექტაკლებისა ნაჩვენები იქნება დრამატული წარმოდგენებიც.

“ლურჯი დარბაზის” ბილეთების გაყიდვა დაიწყება 10 იანვრიდან. ბილეთების შეძენა შეიძლება “თავისუფალი თეატრის” სალაროში, “გალერია თბილისში”, biletebi.ge -ზე ან tkt.ge -ზე.

მსგავსი თემები