თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზია 2020-ზე

ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსს წელს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, 12, 14 და 16 მაისს მასპინძლობს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალის, მეორე ნაწილში, 14 მაისს იმღერებს.

აქტიურ ფაზაში შედის სიმღერაზე მუშაობა. თორნიკე ყიფიანი სიმღერას “ბრავო რექორდსში” წერს. ცნობილია, ისიც რომ მას სამი ბექვოკალისტი ეყოლება. მარიამ შენგელია, ალეკო ბერძენიშვილი და მარიკო ლეჟავა.

სიმღერის კლიპსა და სცენოგრაფიაზე ქართველი და უცხოეული პროდისერები იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს და საუკეთესო შედეგს 2010-2011 წლებში მივაღწიეთ.

წლევანდელი ევროვიზიის სლოგანია Open Up – გაიხსენი.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზია 2020-ზე”

  1. Web

    21st century company