თორნიკე ყიფიანის ვიდეოს 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი თემები

One Thought to “თორნიკე ყიფიანის ვიდეოს 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)”

  1. Very interesting points you have remarked, regards for posting.