თიკა კანდელაკი ქართველებს და საქართველოს დასცინის

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თიკა კანდელაკი, საქართველოსი განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და საქართველოს ცინიკურად მოიხსენიებს. როგორც მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, საქართველოს ეკონომიკა განადგურებულია.

„ვულოცავ ქართულ ისტებლიშმენტს თანმიმდევრულად საკუთარი ეკონომიკის განადგურებას”, – წერს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ტურისტული თანამშრომლობა შეწყვიტა და ველა ტურ. ოპერატორს დაავალა ჯავშნის გაუქმება და ტურისტების დაბრუნება.

მსგავსი თემები

One Thought to “თიკა კანდელაკი ქართველებს და საქართველოს დასცინის”

  1. ანონიმური

    … სრულმა ქაოსმა და სრულმა უაზრობამ მოიცვა ჩვენი ქვეყანა — საქართველო !..
    … სასწრაფოდ არის გასარკვევი, — ვინ არის იმისი მოსურნე, რომ ქართველების ერთი ნაწილი კვლავ დაუპირისპირდეს ისევ თავის სისხლსა და ხორცს და ამ დაპირისპირებაში და ურთიერთის განადგურებაში, თვითონ დარჩეს გამარჯვებული და გახარებული, ხოლო საქართველო კი დარჩეს — უქართველებოდ !.. ანუ, ისევ ქართველების ხელით და ისევ ქართველების დახმარებით ჩაიგდონ ეს ქვეყანაც ხელში !
    … ვინ არის საქართველოს მტერი, — ვინ არიან ის ხალხი თუ ის ჯგუფი, რომლებიც აფინანსებენ და ასწავლიან ქართველების ერთ ნაწილს, — სრულიად უაზრო შეძახილებითა და ასევე გაუაზრებელი ქმედებებით გააღიზიანონ რუსეთი, — ეს უდიდესი სამხედრო პოტენციალის პატრონი ერი და ამით კი, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო, ახლა მთელი საქართველოც დააპყრობინონ და გაანადგურებინონ !..
    …რა თქმა უნდა ქართველები ნამდვილად არ იქნებიან ისინი, ვისაც ჩვენი უძველესი ერის განადგურება სურს, მაგრამ ახლა თქვენ სთქვით, — გონიერმა ქართველებმა, — ის ქართველები ვინ არიან ვინც ჩვენი ერის მტერს, ხელს უწყობს ამ ვერაგული გეგმის განხორციელებაში და ამას, აზრიანად სჩადიან თუ სრულიად გაუაზრებლად, — რა მნიშვნელობა აქვს !…
    … სიმართლე უნდა ითქვას!.. მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს ჩვენ, — მხოლოდ სიმართლე !..