„თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ“ – გიგა ტატიაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მკვლელობის ვერსისიაც ძალიან ბუნდოვანია ამ ყველაფერში, რაღაცის დამალვის ვერსიები უფრო მეტია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

ყიფშიძე ვარაუდობს, რომ 18 – 19 წლის ახალგაზრდები ვერ შეძლებდნენ მკვლელობის ორგანიზებას იმ დროში, რაც ვიდეო კადრებიდან არის დაკარგული.

„რაც შეეხება მკვლელობას, გამორიცხული შეიძლება არაფერი იყოს, თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. არანარი ზოგადი მინიშნება საამისოდ არ არსებობს, მკვლელობის ვერსიისთვისაც ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, რაღაცის დამალვის ვერსიები უფრო მეტია, ვიდრე მისი მოკვლის და მერე გადაგდების. სადღაც 6 წუთია დაკარგული ვიდეოკადრებში, რეალურად 6 წუთში მოკვლა, გადამალვა ჩანთის დადება ძალიან წარმოუდგენელი ამ პატარა ბიჭებისთვის, თუნდაც რაგბისტები იყვნენ და მოჭიდავეები. ამას კარგად ორგანიზებული კრიმინალები შეძლებდნენ მხოლოდ. მე პირადად ძალიან გამიჭირდება მკვლელობის ვერსიის დაჯერება. უფრო, რასაც ვხედავ ისაა, რომ ამ პერიოდში, როცა ეს ახალგაზრდა არ ჩანს ვიღაც შეეცადა კვალი აერია გამოძიებისთვის,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

როგორც ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, არ არის გამორიცხული, მომხდარის შემდეგ, “ვიღაც” შემთხვევის ადგილზე მისულიყო და კვალის არევის მიზნით “რაღაცეები” გაეკეთებინა, თუნდაც გარდაცვლილის ჩანთის სხვაგან დადება.

შეგახსენებთ, რომ ძიებამ ბრალი გიორგი ტატიაშვილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც დანაშაულის ორგანიზებას, ძალადობრივი ჯგუფის კოორდინაციას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

18 წლის გიგა ტატიაშვილი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია ძიუდოში.

 მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება   

მსგავსი თემები