თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ოფისში ქალიშვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ოფისში ქალიშვილთან ერთად მივიდა და ბიუჯეტის განხილვას დაესწრო. ფოტოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე- პრემიერებთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მსგავსი თემები