თბილისში, 4-მეტრიანი ჭიდან, წითელსაყელურიანი ტაქსა ამოიყვანეს

მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ტაქსას ჯიშის ძაღლი ამოიყვანა.

მაშველებმა ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, გადარჩენილი ძაღლი არ არის იდენტიფიცირებული, ის ხვადია, 1-2 წლის, უკეთია წითელი საყელური. პატრონს სთხოვენ დარეკოს ნომერზე – 0 322 421 171

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა “დინამოს” სტადიონთან მოხდა. ძაღლი თავდახურულ ჭაში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის სულ სხვა ადგილიდან შეძვრა სანიაღვრე მილში. 


მსგავსი თემები