თბილისში, 300 არაგველის მემორიალთან კრწანისობის დღესასწაული გაიმართა

თბილისის კრწანისის რაიონში, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორემ ჩაუყარა. 300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები.

სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც სიმბოლურად საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებას და ქვეყნის ერთიანობას განასახიერებდა. სანახაობის შემდეგ მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ. ილია ელოშვილმა მადლობა გადაუხადა ს, რომელმაც აღნიშნულ ჩაუყარა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა.

„300 არაგველი არის ვაჟკაცობის, შემართების და გამარჯვების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის ბრძოლა წავაგეთ, რეალურად, სამასმა  არაგველმა ეს ბრძოლა მოიგო და საუკუნეებს დაუტოვა ასეთი მაგალითი, რომელზეც უნდა დაიზარდონ ჩვენი შვილები. მათ გვაჩვენეს მაგალითი იმისა, რომ წაგებული ბრძოლა არ არსებობს, თუკი შემართებით და ვაჟკაცურად იბრძოლებ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

კრწანისობა კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი თემები