თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ინსტიტუციაა, რომელიც ფოკუსირებულია მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე –ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზე.

მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციების“ ფარგლებში გაიხსნა. 

ასევე, მუზეუმის ბაზაზე, გაიხსნა ედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტო წიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილ მულტიმედიურ პროექტებს აერთიანებს. ასევე, მუზეუმში თავმოყრილია ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალები.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ფრანგი არტისტების დუეტის – ვენსან მუნისა და პრისილატელ მონის ვიდეოინსტალაციით გაიხსნა თემაზე – unus Mundus: რიტუალები და ტრანსი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია დაესწრნენ.

მსგავსი თემები