თბილისში, საცხოვრებელი ფართები უფასოდ, კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. მათგან 22 ოჯახი წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი კი – პოლიტკოვსკაიას ქუჩის N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როდესაც დედაქალაქის მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს.

“ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს ვაბედნიერებთ. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ვულოცავ მათ, უკვე საკუთრებაში ექნებათ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები