თბილისში სამი ამბულატორია 24 საათიან რეჟიმზე იმუშავებს

სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების ცენტრი კი მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

One Thought to “თბილისში სამი ამბულატორია 24 საათიან რეჟიმზე იმუშავებს”

  1. Superb Web site, Keep up the wonderful work. With thanks.|