თბილისში, მომავალი კვირიდან 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

თბილისში, მომავალი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება.

მათივე ცნობით, სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.

ცნობისთვის, 18 მეტრიანი ავტობუსი ავტობუსების 150 მგზავრზეა გათვლილი.

მსგავსი თემები