თბილისში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და მეცნიერის, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ინიციატივა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის.

ქუჩის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატთან ერთად,  მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და კოლეგები, ასევე მოწვეულ სტუმრები დაესწრნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სხვებთან ერთად მარიამ ლორთქიფანიძის ვაჟმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ოთხმეზურმაც მიმართა.

“ჩემთვის დღევანდელი დღეს საზეიმოა, რადგან დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომლის გადაწყვეტილებითაც თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

მარიამ ლორთქიფანიძე ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 100 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

მსგავსი თემები