თბილისში დამატებით 30 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში „ისუზუს“ (ISUZU) და „მენის“ (MAN) მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა.

ახალი ავტობუსები ექვს ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო რვა ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე.

12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

როგორც „მენის“​ (MAN)​, ასევე „უსყზუს“ მარკის ავტობუსები „ევრო 6“ (EURO 6) ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები