თბილისში დაზიანებულია შენობები, მანქანები და ხეები

ძლიერმა ქარმა თბილისი დააზარალა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია როგორც შენობები, ისე ავტომანქანები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დაზიანებულია 10 ავტომანქანა და 15 შენობა.

„თბილისში, ქარმა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, ოთხის ბილბორდი და ერთი შუქნიშანი დაზიანდა. 17 მარტის 15:00-სთ-დან, 18 მარტის 09:00-საათამდე თბილისის მასშტაბით 68 შეტყობინება შემოვიდა“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უამინდობა საქართველოში კიდევ 2 დღე გაგრძელდება და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქარი შესუსტდება.

მსგავსი თემები