თბილისში გზის ჩანგრევაზე პასუხისმგებლობა „GWP“ იღებს და დაზარალებულებს მიმართავს

თბილისში, საბურთალოზე, გზის ჩანგრევაზე პასუხისმგებლობას „GWP“ იღებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია სრულად დაფარავს.

“GWP-ს“ წარმომადგენლები სწორედ იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც დღეს, გამთენიისას გზა ჩაინგრა, მანქანები ჩაცვივდნენ და მიმდებარე სახლები და კორპუსები დაიტბორა.

წყლის მილების დაზიანების გამო, დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვარდა. ორი მანქანა საფარის ჩანგრევის გამო ორმოში ჩავარდა, ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა. ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე პარალიზებულია. კომპანიის დირექტორი დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდებს, მიყენებული ზარალის შესახებ აცნობონ.

“მგალობლიშილის ქუჩაზე თუჯის მილსადენი დაზიანდა. მოსახლეობის უმეტესობას შემოვლითი გზით წყალი მიეწოდება, ხოლო 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება სრულად აღდგება. მოვუწოდებ მოსახლეობას ვისაც ზიანი მიადგა მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ირაკლი ბაბუხადია.

შემთხვევის ადგილზე, ამ ეტაპზე გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები