თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა 

თბილისში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 350 აღსაზრდელზე გათვლილი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. პალიასტომის ქუჩის N 1 -ში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.​

​ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, ახალი ბაგა-ბაღი ​ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რაიონის გამგეობისა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად აშენდა.

​როგორც საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე აცხადებს, საბავშვო ბაღების ნაკლებობა ჩუღურეთის რაიონისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ეტაპობრივად გვარდება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე ახალი საბავშვო ბაღია რაიონში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მდგომარეობა.

ახალი ბაღის შენობაში მიმდინარე სამუშაოებს დღეს, ადგილზე გაეცნენ დეპუტატი რიმა ბერაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

17 სექტემბრიდან ახალი N68 საბავშვო აღსაზრდელს მიიღებს.

მსგავსი თემები