თბილისი-სსრკ ან თბილისი-რუსეთი – ასეთ პირადობას აძლევენ ევროპაში ქართველ ემიგრანტებს  

ევროპაში  მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც პირად ობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ან შეცვლა სჭირდებათ, დაბადების ადგილად სსრკ-ს ან რუსეთს უფიქსირებენ. დაბადების ადგილი: თბილისი – სსრკ ან თბილისი – რუსეთი – ეს სწორედ ის ჩანაწერია, რომელიც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ფიქსირდება.

აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ემიგრანტებმა „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, როცა მათ აღნიშნულის გარკვევა სცადეს, პასუხად მიიღეს, რომ ვერაფერი შეიცვლება, რადგან სისტემა თბილისთან ერთად სსრკ-ს და რუსეთს აფიქსირებს.

ემიგრანტების განცხადებით, საფრანგეთში ეს პრობლემა მასიურია და თითქმის ყველა ემიგრანტს დაბადების ადგილად რუსეთი და სსრკ უწერია.

მსგავსი თემები

One Thought to “თბილისი-სსრკ ან თბილისი-რუსეთი – ასეთ პირადობას აძლევენ ევროპაში ქართველ ემიგრანტებს  ”

  1. კობა

    სწორია ნამდვილად – საქართველოს ისევ რუსული ჯიშის მაშკა-ღორები მართავენ.. არაფერი ეშლებათ მაი ევროპელებს..