თბილისის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები არ უნდა აიკრძალოს – ვახტანგ დავითაია

არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას აზრით, დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ყველა ახალი პროექტი სათანადოდ უნდა დამუშავდეს, რადგან არ დაირღვას ამა თუ იმ ისტორიული უბნის უპირველესი ურბანული ქსოვილი, განწყობილების მასშტაბი და სხვა, რაც მსოფლიოში აღიარებული წესებია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვახტანგ დავითაიამ განუცხადა, ​​ისტორიული უბნების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე იყო განხილული და საკმაოდ სოლიდურადაც.

“ისტორიული უბნებთან დაკავშირებული ​ყველა კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იყოს განხილული, თუ ქვეყანა არ იქცევა და არ ირღვევა კონტექსტი, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ სიახლის შეტანას. ისტორიული რაიონი ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი ვაკეთოთ. იქ ცხოვრება გრძელდება, მას აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ რა პროფესიონალიზმით არის გაკეთებული, ეს არის უმთავრესი”, – აცხადებს ცნობილი არქიტექტორი.

მისივე შეფასებით, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომლის განხილვები უკვე მიმდინარეობს თბილისის საკრებულოში, თავისი შინაარსით არ არის ქალაქის გენერალური გეგმა, მაგრამ არის კარგი დოკუმენტი, რომელიც გარკვეული მასშტაბის შეზღუდვებს აწესებს.

“ეს არის კარგი დოკუმენტი, კარგი საფუძველი იმისთვის, რომ დავიწყოთ ქალაქის პრობლემების დეტალური დამუშავება. ყველა ქალაქში არსებობს გენერალური გეგმის ინსტიტუტები, განყოფილებები. მთელი საპროექტო ორგანიზაციები დილიდან საღამომდე მუშაობენ ქალაქის მიმდინარე საკითხებზე და პერსპექტიულ პროექტებზე”, – აცხადებს ვახტანგ დავითაია.

მსგავსი თემები