თბილისი „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ მასპინძლობს

ტექნოპარკში დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ გახსნის. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ,,გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებას, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირებას, მეწარმეობის პოპულარიზაციასა და დამწყები მეწარმეების მოტივაცია – მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება,  რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ.

გლობალური მეწარმეობის კვირეული ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით.

მსგავსი თემები