თბილისის შემოგარენში დაჭრილი შველი იპოვეს

თბილისის შემოგარენში, კერძოდ სოფელ გლდანთან, ტყის პირას, მოქალაქემ შველი იპოვა. მას ფეხზე დაზიანება აღენიშნება, რის გამოც  თბილისის ზოოპარკში დღეს გადაიყვანეს. ცხოველს  დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ცხოველი უმძიმეს მდგომარეობაშია და ვეტექიმები მის გადასარჩელად ყველა ღონეს ხმარობენ.

მათი ინფორმაციით, შველს ცეცლსახროლი იარაღის ნატყვიარევი არ აღენიშნება, უკანა ფეხი აქვს მოტეხილი. ვარაუდობენ, რომ სადმე დაიზიანა.

” ნატყვიარი არ აქვს, შესაძლოა სადმე ჩაუვარდა ფეხი, ან ძაღლებმა სდიეს. ვერ დგება და დიდი შანსია, ვერ გადარჩეს”, – აცხადებენ ექიმები.

შველის პოვნის შესახებ მოქალაქემ “112”-ს შეატყობინა.  ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გადარჩენის შემთხვევაში, ველური ბუნების შვილი  რეაბილიტაციის პროცესს თბილისის ზოოპარკში გაივლის და სრულად გამოჯანმრთელდების შემდეგ, კვლავ, თავის ბუნებრივ არეალს დაუბრუნდება.

მსგავსი თემები