თბილისის მეტროპოლიტენის 8 სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წლიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენის 8 სადგურში ეტაპობრივად ჩატარდება. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ “სამგორის” რეაბილიტაცია, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე – მეტროსადგურ „ავლაბრის“. მომავალი წლის თებერვლიდან კი,  დედაქალაქის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.​

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე დღეს განაცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში, რეაბილიტაცია თბილისის ყველა მეტროსადგურს ჩაუტარდება.

მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება თბილისი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის აუცილებლად განხორციელდება.

 

მსგავსი თემები