თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

„როგორც  კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, – განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.

მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლან ხავერარი სააათი მისცა.

მსგავსი თემები