თბილისის ბაგა-ბაღები თოვლის ბაბუის მომსახურების შესყიდვას შეძლებენ

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება და ყველა აღსაზრდელი  საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

მსგავსი თემები