“თანამდებობების მაძიებელი არ ვარ, ალერგია მაქვს კაბინეტებზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ორ დღეში რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნას გამოაცხადებს.

„ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სფეროში მიიღებს თანამდებობას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი იტყვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას მუშაობაში დაეხმარება“, – განაცხადა წყარომ.

მსგავსი თემები

One Thought to ““თანამდებობების მაძიებელი არ ვარ, ალერგია მაქვს კაბინეტებზე” – მიხეილ სააკაშვილი”

  1. best CBD oil for arthritis

    This web site definitely has all of the info I needed about this subject and didn at know who to ask.