“თამარ მეფეებს ეპოქა ბადებს” – ისტორიკოსი ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

ისტორიკოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან პავლიაშვილისთვის მიუღებელია, ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და თამარ მეფეს შორის რაიმე პარალელების გავლება და აცხადებს, რომ თამარ მეფის მსგავს ადამიანებს ეპოქა ბადებს. ხოლო თუ საქართველოს დღეს თამარ მეფის მსგავსი მმართველი არ ჰყავს, ამაში ცუდი არაფერია, ეს ბუნებრივი ისტორიული პროცესია.

​არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ღირსეული პიროვნება. თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო ღირსეული ქალები გვყავს, რომლებიც არც ევროპაში დაბადებულან და არც იქ მიუღიათ განათლება, მაგრამ ძალიან ღირსეული არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ისინი თამარ მეფეს შევადაროთ. ეპოქა ბადებს თამარ მეფეებს და რომ არ დაიბადა ჩვენ ეპოქაში, ეს ჩვეულებრივი ისტორიული პროცესია, რომ აღარაფერი ვთქვა ღვთის განგებაზე. სულაც არ არი საჭირო პრეზიდენტი იყოს ბაგრატიონთა შთამომავალი. ჩვენ ხომ მონარქიული სახელმწიფო არ ვართ”, – განაცხადა ქეთევან პავლიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას.

ისტორიკოსის შეფასებით, არასწორია პრეზიდენტს ვინმემ აუკრძალოს ფიცის დადება იქ, სადაც მას სურს, მხოლოდ იმ საბაბით, რომ ის არ არის ბაგრატიონების შთამომავალი და ერეკლე მეფის სასახლეში ინაუგურაციის გამართვის უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს მონარქიული სახელმწიფო რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი იქნებოდა და არავინ მოითხოვდა მისგან არც ბაგრატიონობას, არც ამილახვრობას ან დადიანობას. საკმარისი იქნებოდა, თუნდაც დაბალი სოციალური ფენის, გლეხური წარმომავლობის გვარი ჰქონოდა.

მსგავსი თემები