“თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო” – შალვა ნათელაშვილი

“თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ”, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებებს.

“სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე ის უკვე იქ სწავლობს“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის საეჭვოობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არასამთავრობო სექტორმა აღმოაჩინა, რომ თადუმაძემ უმაღლეს სასაწავლებელში 1992 წელს ჩააბარა, მაშინ, როცა, სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

მსგავსი თემები