ზღვაში გაუჩინარებული 28 წლის ქართველი მძღოლის ცხედარი თურქმა მაშველებმა იპოვეს 

თურქეთში, დაბა ქემალფაშას სანაპიროზე, ზღვაში დაკარგული 28 წლის არჩილ ყურშუბაძის  ცხედარი თურქმა მაშველებმა, ერთდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, დღეს დილით იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მაშველებს, სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ყურშუბაძე სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა.

თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ.

თურქეთში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. მოგვიანებით არჩილ ყურშუბაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

მსგავსი თემები