ზურაბ დათუნაშვილს ხელფასი მოუხსნეს და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველ სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს, სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა ეკრძალება. თვითნებობის შემთხვევაში კი, ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

დათუნაშვილი აპირებს, თავისი პრობლემის შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობოს, მიაწოდოს საკუთარი არგუმენტები, რომ იძულებულია სამშობლოდან წავიდეს.

მისივე თქმით, მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი საკმაოდ დიდი პერიოდია და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ზურაბ დათუნაშვილი მის მიმართ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას დაჰპირდნენ, ვარჯიშის გასაგრძელებლად ყველანაირ პირობას შეუქმნიდნენ, ხელფასი მოუხსნეს. მასთან ერთად, ხელფასი მოუხსნეს მწვრთნელ ზურა შელიასაც, – ამის შესახებ ზურაბ დათუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს.  

“მედიაცენტრი მთავარი” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:  

“ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო გეგა გეგეშიძეს სპორტის სასახლეში ჩადენილ საქციელზე თანამდებობის დატოვებით ეგო პასუხი. თუმცა სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობაც არ ყოფილა და ერთადერთ გამოსავლად პრეზიდიუმის წევრებმა ჩემი გეგასთან შერიგება მიიჩნეს.

როგორც 23 თებერვალსვე განვაცხადე, მე ამაზე ვთქვი უარი და ცალსახად აღვნიშნე, რომ გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს. 

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე – იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტის ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი. ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს. როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის ფედერაციამ მათთან ანგარიშწორება უკვე დაიწყო, მაგალითად მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი. რეალურად, მას შემდეგ რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე, თუმცა ერთადერთი რაც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ არის იმ სპორტსმენების და რა მარტო სპორტსმენების დამოკიდებულება, რომლებიც სიჩუმეს ე.წ. “ძველბიჭური” მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია ვირთხობა და არა “ძველბიჭობა”. მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის ვირთხებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა – ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.

ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება, შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე”, – წერს ზურაბ დათუნაშვილი.

მსგავსი თემები

23 Thoughts to “ზურაბ დათუნაშვილს ხელფასი მოუხსნეს და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება”

  1. The next time I learn a weblog, I hope that it doesnt disappoint me as much as this one. I mean, I do know it was my option to learn, but I truly thought youd have something interesting to say. All I hear is a bunch of whining about one thing that you possibly can repair should you werent too busy in search of attention.

  2. I haven’t checked in here for a while as I thought it was getting boring, but the last several posts are great quality so I guess I will add you back to my daily bloglist. You deserve it my friend :)

  3. Your style is so unique compared to many other people. Thank you for publishing when you have the opportunity,Guess I will just make this bookmarked.2

  4. he blog was how do i say it… relevant, finally something that helped me. Thanks

  5. You are my intake, I own few web logs and occasionally run out from to post .

  6. Great write-up, I’m normal visitor of one’s web site, maintain up the excellent operate, and It’s going to be a regular visitor for a lengthy time.

  7. Hi, Neat post. There’s a problem with your web site in internet explorer, would check this… IE still is the market leader and a good portion of people will miss your great writing because of this problem.

  8. I am just commenting to make you know of the really good experience my child went through checking yuor web blog. She figured out a lot of things, not to mention how it is like to have a marvelous teaching heart to let many more with ease grasp chosen advanced matters. You actually surpassed her expectations. Thank you for giving the practical, trusted, informative and unique tips about this topic to Lizeth.

  9. Hi my loved one! I wish to say that this post is amazing, great written and come with almost all important infos. I’d like to look more posts like this.

  10. you’ve gotten an ideal blog here! would you wish to make some invite posts on my blog?

  11. Thanks, I have just been searching for info approximately this subject for a long time and yours is the greatest I have came upon till now. However, what about the conclusion? Are you sure in regards to the supply?

  12. Hi this is somewhat of off topic but I was wanting to know if blogs use WYSIWYG editors or if you have to manually code with HTML. I’m starting a blog soon but have no coding knowledge so I wanted to get guidance from someone with experience. Any help would be greatly appreciated!

  13. What i do not realize is actually how you are not really a lot more smartly-appreciated than you might be now. You’re very intelligent. You already know therefore significantly in relation to this matter, produced me in my opinion consider it from so many varied angles. Its like men and women aren’t fascinated until it is one thing to accomplish with Lady gaga! Your individual stuffs outstanding. Always maintain it up!

  14. Incredible! This blog looks just like my old one! It’s on a completely different topic but it has pretty much the same page layout and design. Outstanding choice of colors!

  15. Fantastic beat ! I wish to apprentice at the same time as you amend your web site, how can i subscribe for a blog website? The account aided me a applicable deal. I had been tiny bit acquainted of this your broadcast offered bright transparent idea

  16. naturally like your web-site but you have to check the spelling on quite a few of your posts. Several of them are rife with spelling issues and I find it very bothersome to tell the reality nevertheless I’ll certainly come again again.

  17. Keep functioning ,splendid job!

  18. It’s actually a cool and helpful piece of info. I am glad that you shared this helpful info with us. Please keep us informed like this. Thanks for sharing.

  19. Just wanna state that this is handy, Thanks for taking your time to write this.

  20. so much excellent information on here, : D.

  21. I have read a few just right stuff here. Definitely value bookmarking for revisiting. I surprise how so much effort you place to create this sort of magnificent informative web site.

  22. F*ckin’ remarkable issues here. I’m very satisfied to look your article. Thank you a lot and i’m taking a look ahead to touch you. Will you kindly drop me a e-mail?

  23. Dead pent content material, thanks for selective information.