ზუგდიდში მრევლს პირბადეები დაურიგეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მონასტერში შეკერილ მრევლს პირბადეები დაურიგა და მორწმუნეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მეუფე გერასიმე სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა და მათ მოუწოდა, პატრიარქს მოუსმინონ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ზიარებისა და ზეთისცხების წესების ცვლილება არ იგეგმება და არც წმინდა სინოდის შეკრებაა აუცილებელი. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მრევლის მონაწილეობით ღვთისმსახურება შეწყდეს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.

“არ ვიცით, რას ვიზამთ ჯერ, შევხედოთ. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ​ღვთის წყალობა ყველაზე აღმატებულია, ტაძარში ვიქნებით თუ სახლში, ჩვენს ლოცვაზეა ეს დამოკიდებული, ვთხოვოთ ღმერთს, რომ აგვარიდოს ეს განსაცდელი, რომელიც არის მსოფლიოს წინაშე,” – აღნიშნა მეუფემ.

მრევლი წირვას საკათედრო ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით დაესწრო.

მსგავსი თემები