ზუგდიდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

არჩევნებიდან 4 დღით ადრე, ზუგდიდში დაპირისპირება გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის საკრებულოს წევრის – გია დანელიას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, პარალელურად საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც გია დანელიას ფარულ ჩანაწერზე სს გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საკრებულოს დეპუტატი გია დანელია არჩევნების მოსაგებად, გაყალბებაზე, მოსყიდვაზე და ყველა შესაძლებლობის ხერხის გამოყენებაზე საუბრობს, მათ შორის გატაცებაზეც.

ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარებას უკიდურესად დაძაბვის გამო, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია.

„არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმა“ – ამ ლოზუნგით ოპოზიცია ზუგდიდში აქციას მართავს.

მსგავსი თემები