ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ მისი გადაყენების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო.

მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს, რადგან კენჭისყრაზე მის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი 76 ხმა ვერ შეგროვდა და ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო თანამდებობა შეინარჩუნა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, დიასპორა პარლამენტში ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო.

მისივე განმატრებით, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაწყვიტა უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუ პარლამენტი მის გადადგომის საკითხს კენჭისყრით არ გადაწყვეტდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს. 

მსგავსი თემები