ზაქარია ქუცნაშვილი აშშ-ს საელჩოში სამუშაო შეხვედრაზე მიიწვიეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიწვეულია ერთ-ერთ დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრაზე.

როგორც წყარომ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. მან არც შეხვედრის თემა დაგვიკონკრეტა.

„მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ზაქარია ქუცნაშვილთან გადაემოწმებინა, თუმცა, ის სატელეფონი ზარებს არ პასუხობს. საელჩოში შეხვედრა კი დღეს 11:00 საათზე შედგება.

მსგავსი თემები