ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ნაწლავის ჩხირით, კერძოდ, ენტერო-ჰემორაგიული (ECEH) E. coli ბაქტერიით დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთი ლეტალური შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ ჰქონდა გართულებები. მიმდინარე წელს დაავადების მცირე აფეთქების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი თბილისში, ერთი კახეთის ერთ-ერთ რაიონში, რომელიც სარიტუალო სუფრებთან იყო დაკავშირებული და ერთი მაღალმთიან რაიონში, რუსეთიდან ჩამოსული ბავშვების ჯგუფში.

დაავადების გავრცელების მიზეზად სახელდება ჰიგიენური წესების დაუცველობა. კერძოდ, ჰოსტელში, სადაც რუსი ტურისტები ისვენებდნენ 2 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წყალი, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელი იყო, რის გამოც 3 ბავშვს განუვითარდა დაავადების მწვავე ფორმა, თირკმელის უკმარისობა. ჯგუფი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, 2 ბავშვი ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას რუსეთში.

როგორც ​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავმჯდომარე პაატა იმნაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარშიგამარულთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნაწლავის ჩხირი E.col -ი იწვევს სისხლიან ფაღარათს, ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებსა და მოხუცებში. ​ფაღარათის დროს  გადაუდებლად საჭიროა ექიმთან ვიზიტი. აღნიშნული დაავადების დროს სარისკოა ანტიბიოტიკების მიღება.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, E. coli, ანუ კოლიბაცილები კომენსალური ნაწლავური ბაქტერიებია, ის სრულიად უვნებელია ადამიანისთვის მანამ, სანამ ნაწლავური მილებითაა შემოფარგლული. ადამიანის ორგანიზმში ისინი დიდი რაოდენობით, 100 მილიონიდან მილიარდ გრამამდეა და ხერხემლიანების განავალში. ამის შემდეგ ისინი წყალსა და ნალექში ხვდება. ენტერო-ჰემოროგენული ქაფი E. coli, რომელიც მსხვილფეხა ცხოველებისგან მოდის, მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება წყალში აღმოჩნდეს და გადავიდეს ადამიანზე ხორციდან, ან დაავადებული ბოსტნეულიდან და წყლიდან.

აღსანიშნავია, რომ დაავადებამ ეპიდემიის სახით, 2011 წელს გერმანიაში იფეთქა, რა დროსაც ასეულობით ადამიანი გახდა ავად და 43 გარდაიცვალა. აღნიშნული დაავადების მატება 2009-2011 წლებში საქართველოშიც დაფიქსირდა.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ზაფხულის პერიოდში ინფექციური დაავადებები ჩვეულებრივზე 20%-ით მატულობს და მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები. არ მიირთვან გაურეცხავი პროდუქტი, სიფრთხილე გამოიჩინონ, დიდ სარიტუალო სუფრებთან საკვების მიღებისას, თერმული დამუშავებისა და გამდინარე წყალში გარეცხვის გარეშე არ გამოიყენონ პროდუქტი.

მსგავსი თემები