ზაურ დარგალი: „მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი“

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“  მერობის კანდიდატიად ამომრჩეველს ზაურ დარგალი წარუდგინა.

დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მან ამომრჩეველს თოთოეული მათგანის პრობლემით დაინტერესება და გვერდით დგომა დაჰპირდა.

„მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო  ძლიერ მარნეულს,  ავაშენებთ უფრო ძლიერ  სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს , ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მერნეულიდან. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე , სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4 წლის და 2 წლის,  დენიზი და ადა. თქვენს  ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია. მადლობა ნდობისთვის. ერთად ყველაფერს შევძლებთ,“  – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები