“ზარდიაშვილი ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი” – ეკა ბესელია

“ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”, ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი, ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას.

“ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”. იმდენი ხანი, რამდენიც მომიწია წელიწადნახევარი, როდესაც ჩინჩალაძის თხოვნით შემოიყვანეს “ქართული ოცნების” სიით, მომიწია მასთან ერთ სივრცეში ყოფნა. მე ზარდიაშვილს უფლებას არ ვაძლევდი, რომ ჩემთან ოთახში შემოსულიყო. ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი. იმ დონის ფსკერია ზარდიაშვილი, რომ მასზე კომენტარი არ ვიცი როგორ გავაკეთო”, – განაცხადა ბესელიამ. 

ცნობისთვის, დღეს უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებულია და ის ვირთხას შეადარა.

მსგავსი თემები