ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. 

თემურ გოცირიძე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია. სიის გათვალისწინებით, დეპუტატი ირაკლი ზარქუა უნდა გამხდარიყო, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია. ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად მის ამჟამინდელ თანამდებობას ასახელებს.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.

მსგავსი თემები