“ვხედავთ მუდმივი არეულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. მისი თქმით, მათი მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა.

“ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო.

„მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით. სახელმწიფოს როლი არის ერთადერთი – მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები უზრუნველყოფილი ჰქონდეს ყველას და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

მსგავსი თემები