„ვწუხვარ, რომ კოჯორში მხოლოდ იუნკერთა მემორიალია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან არანაირი დაფა არ არის, სადაც მათ ისტორიას იქ მისული ადამიანები გაეცნობიან.

“ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა. აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო: „იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება მისი დამოუკიდებლობისთვის. მათი თავდადებით რეალურად გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისთვის უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მადლიერი, გვჭირდება, რომ ყოველდღიურად გვახსოვდეს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები