“ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მორწმუნეებს ფერისცვალობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაღლა ასასვლელად და არა დაბლა ჩასასვლელად.

„ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება. ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა და ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“ – ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვისას.

მსგავსი თემები